Tuesday, January 8, 2013

საინტერესო ღონისძიებების ანონსი

მეც და ალბათ ჩემ გარდა ბევრს ხშირად გვქონია სიტუაცია როცა უახლოეს მომავალში რომელიმე კონკრეტული დღის საინტერესოდ გატარება გადაგვიწყვეტია და ამისთვის წინასწარ დაგვიწყვია ადგილის ძებნა.  სამწუხაროდ პირად მაგალითზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა რომ ინტერნეტის დახმარებით არაფერი გამომსვლია და ბოლოს მაინც ნაცნობებში გაკითხვ-გამოკითხვით გავსულვარ იოლას.
საქართველოში არსებობს რამოდენიმე ვებ გვერდი რომლებიც სისტემატირუად დებენ პოსტებსა და განცხადებებს ღონისძიებათა შესაებ თუმცა ზოგიერთი მხოლოდ კინოაფიშას დებს, ზოგიერთი რამოდენიმე თეატრს,  ან მხოლოდ რომელიმე ქალაქის აფიშით შემოიფარგლება და ღონისძიებათა რომელიმე ვიწრო სპექტრზე აკეთებს არჩევანს, ჰოდა მოკლედ ბევრი რომ არ გამიგრძელდეს გეტყვით რომ ეს პრობლემა შეიძლება უკვე მოგვარებულად ჩაითვალოს, თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ მხოლოდ ერთ ვებ გვერდს და სხვა უამრავ სიკეთესთან ერთად გაეცნოთ უახლოეს მომავალში დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს, რაც მტავარია ანონსი ეხება როგორც რელიგიურ, კულტურულ, სპორტულ და ასევე ნებისმიერი სხვა სახის ღონისძიებას.
ესეც ბმული: http://actabula.com/ge/events/announcements.aspx?cat=7&tg=true