Wednesday, December 18, 2013

ტაიმ აუტი

გადავწყვიტე ერთ პოსტიანი შესვენება ამეღო ჩემთვისაც და ამ ბლოგის მკითხველისთვისაც და შემოგთავაზოთ ინფორმაცია ან უფრო სწორად მშრალი, მაგრამ საინტერესო ფაქტები რომლებიც არაფერ შუაში არარის ჩემი ბლოგის თემატიკასთან მაგრამ სამაგიეროდ საინტერესოდ იკითხება და ცოტა გაგახალისებთ თქვენც, საიტსაც და მეც :))

მაშ ასე, წარმოგიდგენთ მხოლოდ ფაქტებს  :

"რასაც არა აქვს სიცოცხლის ფასი, საწვი, დალეწე, გაანადგურე " - წერდა გალაკტიონ ტაბიძე.

წერო ფრეისას წამში ორჯერ იქნევს ფრთებს, ჭილყვავი - სამჯერ, კოლიბრი ორასჯერ.

ფილიპინებზე თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ითვლება ბელადი ლაპუ-ლაპუ. მან მაგელანი მოკლა.

ისეთი სახელმწიფო რომელსაც საზღვაო ნაპირი არ გააჩნია დღესდღეისობით 42-ია. მაგან ყველაზე დიდი ყაზახეთია და ყველაზე პატარა ვატიკანი.

იმ ადგილზე სადაც ბიბლიური სოდომი და გომორი მდებაეობდა, ამჟამად მკვდარი ზღვაა.

პიკასო არასდროს ინახავდა ბანკში ფულს და ამბობდა : "ბანკები კოტრდებიან და მათი მეანაბრეები ფანჯრებიდან ხტებიან".

"ნუ ეტყვით მეგობარს იმას, რაც მტერმა არ უნდა იცოდეს", - ამბობდა არტურ შოპენჰაუერი.

პირველმა მსოფლიო ომმა სამი სამეფო დინასტია - ჰაბსბურგები, პოპენცოლერნები და რომანოვები შეიწირა.

სიტყვა "კაიფი" არაბული წარმოშობისაა და სადილის შემდეგ დასვენებას, სასიამოვნო უსაქმურობას ნიშნავს.

პირველი ევროპელი რომელმაც პინგვინები იხილა მაგელანი იყო. დიდმა მოგზაურმა მათ "უცნაური ბატები" უწოდა.

კრეტინიზმი ძირითადად მთიან რეგიონებშია გავრცელებული, იქ, სადაც არსებობს ენდემური ჩიყვის კერები და სადაც სასმელ წყალსა და საკვებში იოდის ბუნებრივი დეფიციტია.

არსებობს ორნაირი სახის უკმაყოილება - პასიური და აქტიური. სიძულვილი აქტიური უკმაყოფილებაა, შური - პასიური.   - ამბობდა გოეთე.



დარწმუნებული ვარ ერთი ამოსუნთქვით წაიკითხეთ, სამწუხაროდ ამჟამად ამაზე შეჩერება მიწევს, ვეცდები მალე გავაგრძელო და პოსტს უფრო სრული სახე მივცე.. დროებით მეგობრებო :)

მანამ აქ გაეცანით მსგავს ფაქტებს : https://www.google.ge/ - ფაქტები