იყიდება მანქანა

მოგესალმებით, ავტომობილების შეძენა გაყიდვების თემაზე უკვე დავწერე ერთი პოსტი,  და მანქანებთან დაკავშირებული უფასო განცხადებები კვლავაც აქტუალურია, თუმცა ამ ბოლო დროს არანაკლები ინტერესითა და აქტუალურობით სარგებლობს კატეგორიები - რომლებიც მანქანასთან ერთად მოიაზრება ტრანსპორტის ერთ დიდი კატეგორიაში.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ველოსიპედების ქვეკატეგორია, ამ ბოლო დროს ქუჩებში სულ უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ ველო სპორტით გატაცებულ ადამიანებს და ეს პირდაპირ აისახა ამ კატეგორიის განცხადებების მატებაზეც.  იყიდება თითქმის ყველანაირი სახის, ფირმის, მოდელის, მდგომარეობისა და ფასის ველოსიპედი და მათზე მოთხოვნა კიდევ და კიდევ იზრდება,  ყიდვა-გაყიდვის კატეგორიაში ორთვლიან ტრანსპორტებში მხოლოდ ველოსიპედი არაა გამოკვეთილი, აღსანიშნავია ამ ბოლო დროს განსაკუთრებული დაინტერესება მოპედებისა და მოტოციკლებისადმი, აბსოლიტურად ყველა განცხადებას მათი გაყიდვის შესახებ - აქვს ძალიან ბევრი ნახვა, რაც მისი გაყიდვის შანსებს ერთი ორად ზრდის - თუმცა მე მინდა მაინც აღვნიშნო რომ ველოსიპედებით ხალხის დაინტერესება ბევრად უფრო მახარებს, ვიდრე მოტოციკლედებითა და მოპედებით და ამის მიზეზი ალბათ ყველასთვის ისედაც ნათელია.

მოწინავე საიტები ამ სფეროში ასევე გვთავაზობენ მსუბუქ ავტომობილთან ერთად სატვირთო ავტომობილებსა და სპეცტექნიკას. არ ვიცი ამდენად რამდენად ბევრი ადამიანი ეძებს ინტერნეტის მეშვეობით გასაყიდ სატვირთო მანქანებს მაგრამ ამ ქვეკატეგორიის ამუშავება რომ ბევრი ადამიანის დროს დაზოგავს და შეძენისა და გაყიდვის პროცესს ბევრად მოსახერხებელს გახდის  - ეგ ყველასთვის აშკარაა, და მინდა ბოლოს შევეხო კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ქვეკატეგორიას - ეს არის საზღვაო ტრანსპრტისთვის განკუთვნილი კატეგორია. მგონი ეს კატეგორია ძალიან ბევრ ცნობისმოყვარე ადამიანსაც კი დააინტერესებს, რომ აღარაფერი ვთქვა ამ სფეროთი გატაცებულ ადამიანებზე.

მოკლედ მე იმედი მაქვს კიდევ უფრო მეტად განვითარდება ტრანსპორტის შეძენა და გასხვისებასთან დაკავშირებული ონლაინ განცხადებების კულტურა, კიდევ უფრო მეტ დროს დაზოგავენ ადამიანები ინტერნეტით მანქანის ყიდვით და ნებისმიერი მხარე მოგებული დარჩება საბოლოოდ...

მადლობთ რომ კითხულობდით და შემდეგ პოსტში ვეცდები ძველ სტილს დავუბრუნდე და კვლავ პრაქტიკული რჩევები მოგცეთ უფასო განცხადებებთან დაკავშირებით

No comments:

Post a Comment